ErtG4tRlazazMr987V1830i
სექ 05


სურპრიზი გაგიკეთეთ ალბათ ჩემი საიტის მომხმარებლებს. 20 ლარად maisuri.com თან ერთად ჩვენი საიტი გთავაზობთ ჩვენი საიტის მაისურებს. ორი წარწერით. ერთი ჩემია რადგან იქ მხოლოდ ჩემზე იგულისხმება მეორე კი მკითხველისთვისსა. ამ საიტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მაისურებზე დააწეროთ ნებისმიერი რამ 20 ლარად კომპლექტში მაისურიც შედის. შეკვეთიდან 2 დღეში მზად იქნება თქვენი მაისური. საკმაოდ სასარგებლო კომპანია.




სექ 04


სიგარეტს ეკიდება, იგი ნაპას ურტყავს და მასთან ერთად ის ბოლი მეც მაბოლებს. დაბოლება განა? როცა ნაპას არტყავენ და მასთან ხარ? აშკარად არა, მაგრამ მე მასზე მეტად დავბოლდი. თუ ყველა ასე ბოლდება მაშინ მთელი ქვეყანა დაბოლილი ყოფილა. დაბოლილი ხალხი კი არაფრის მაქნისია. დავიჯერო ეს ჩვენ ქვეყანას სჭირს?
-კი რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სხვის დასაბოლებლად კეთდება. თუ დააკვირდებით ყველა ადამიანი ცდილობს დაბაოლოს სხვა. როგორ? ყველა თუ არა უმეტესობა ცდილობს საჯაროდ თავის კარგი გამოიტანოს და ცუდი რაც შეიძლება დამალოს. განა ეს დაბოლება არ არის? რა მნიშვნელობა აქვს სიგარეტი დაგაბოლებს თუ ვიღაც რაღაც სიტყვით. სანამ მე შენ გაბოლებ სიგარეტის მოცემით და შენ ხალხს სიტყვით დაბოლილი ქვეყნის სახელი გვერქმევა მუდამ.




სექ 03


აუ იცი როგორ მომინდა ახლა ის რომ ვიღაცა მიყვარდეს სიგიჟემდე. მის დანახვაზე ტანში 360 ვოლტი მივლიდეს ადგილზე ვქვავდებოდე და სიტყვასაც ვერ ვიღებდი. ვაიმე რა მაგარი იქნებოდა. როგორ მინდა რომ ვინმე შემიყვარდეს ახლა მინდა. წვიმაში თეთრი კაბის ანაბარა ვისეირნებდით და ფეხით წვიმის შედეგად დასხმულ წყალს შუაზე გავაპობდით. ფეხებს ერთმანეთს ავუწყობდით და ნაბიჯებს ერთმანეთს გავუსწორებდით. ჩავეხუტებოდით ერთმანეთს და დავიყვირებდით თუ როგორ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მინდა მიყვარდეს არ შეიძლება რომელიმე მასწავლებელთან ასეთი პონტი გაიჩითოს? მე ეს ძალიან მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!! მინდ ვარდების თაიგული ვაჩუქო მინდა მინდა მიყვარდეს ვაფრენდე და მასთან მიახლოების დროს მილიონ ტრისტა ვოლტი მირტყავდეს ოღონდ მიყვარდეს……… როგორ მინდა. როგორ მომენატრა ეს გრძნობა ნარკოტიკზე უარესი ყოფილა ეს გრძნობა. იცი როგორ მინდა ჩემნაირ გიჟ შეყვარებულთან ერთად პარაფლანით ვიფრინო და ხიდიდან ერთად გადმოვხტე. გზაში კი ვიწუწავო და ერთმანეთს მაგრად ჩAვეკრათ სულში. მინდა ვინმეს სული მიყვარდეს და მას ჩემი. მინდა განა არ შეიძლება ბაბნიკსაც შეუყვარდეს ვინმე?




სექ 03


სიყვარული ო ეს ისეთი რამეა ვისაც ჯერ არ განუცდია ანუ ბევრი დაუკარგავს და ვისაც განუცდია ალბათ ყველამ იცის თუ რა მწარეა და ამავდროულად რა ტკბილი. როცა გიყვარს ცაზე დახტიხარ და რაც არ უნდა ხდებოდეს მოწყენილად არ ხარ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ სხვების კი არა ვიცი რა და რომ გითხრათ დიდად მაინტერესებსო ესეც ტყუილი იქნება. ამბობენ ადამიანებმა სიყვარულისთვის ყველაფერი უნდა დათმონო მაგრამ საქმე მთლად ასეც არ არის. არსებობს ზღვარი რომელიც არის სულ-სულ პირადი და იქ არცერთ სხვა ადამიანს არ ესაქმება. მე არ დავთმობ ყველაფერს სიყვარულისთვის , შეიძლება თავი დავიმდაბლო და ცოტა მეტი გავაკეთო მაგრამ არა ზედმეტი. თუმცა ისიც მახსოვს რომ სიყვარულმა დამადებილა და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებედი რაზეც დღეს ვნანობ. სიყვარულის გამო ბევრს ნამდვილად დავთმობ მაგრამ არა პიროვნულ თავისუფლებას. თან გააჩნია სიყვარულს და ვის მიმართ გაგაჩნია როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან და რამდენად ხანგრძლივია. თქვენ რას იტყვით სიყვარულის გამო ყველაფრის დათმობა ღირს?




სექ 02


დღეს უკვე ოფიციალურად დავიწყე მომზადება ეროვნული გამოცდებისათვის და მე უკვე აბიტურიენტი ვარ ნელ-ნელა ვებმები აბიტურიენტის ფერხულში და მემატება ჩასაბარებელი საგნები. მიწევს 4 საგნის ჩაბარება + ამას 8 სკოლის გამოცდა და ამათვისაც მომზადება ფაქტიურად რეალური დრო აღარ მრჩება ბლოგისათვის რომ ხშირ-ხშირად ვწერო პოსტები. ნუ წახვალთ აქედან თქვენც გამამხნევებთ მე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ უბრალოდ მთელი დღე ბლოგზე ვერ ვიქნები შემოვიჭყიტები პოსტს დავწერ თქვენ კომენტარებს წავიკითხავ და უკან წავალ ისევ აბიტურიენტობის ფერხულში. შეიძლება რთულია ეს წელი მაგრამ არ მეშინია მედგრად ვუდგევარ და იმედი მაქვს დავძლევ ამ დაბრკოლებას




სექ 02


ეს კითხვა უკვე დიდიხანია მაქვს. რაში აინტერესებთ იმ საზოგადოების აზრი რომელსაც სრულიად არ იცნობენ. ეს იქნება ჩემი ახლობლები ნათესავები თუ მეგობრები. ყოველითვის დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებას და ვერ ვხვდები რატომ? რაში ჭირდებათ ვიღაცის დასანახავად ნაცხოვრები ცხოვრება? ყველა ცდილობს ერთმანეთი დააბოლოს თავის კარგი გამოაჩინოს და რაც ცუდი აქვს ყველაფერი დამალოს. რატომ ხალხო? ყველანი ადამიანები ვართ და ყველას აქვს + და – ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სხვის აზრზე რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და რაში უნდა გვაინტერესებდეს ვიღაც ბიძია რას იტყვის? ამ თემაზე დავწერე ერთი პუბლიცისტური პოსტუნა რომელსაც მალე გამოვაქვეყნებ აქ და მას სახელად დაბოლილი ქვეყანა ქვია. ის კი ასე მთავრდება სანამ მე შენ სიგარეტის მოცემით გაბოლებ და შენ სხვას სიტყვით მაქამდე ჩვენ ქვეყანას დაბოლილი ქვეყნის სტატუსი ექნება ხოდა ამით მინდა ეს პოსტიც დავამთავრო




Content Protected Using Blog Protector By: PcDrome.